გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილი: საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას

11-02-2022

საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი  ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, სახელმწიფო  კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორეა.საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი  ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, სახელმწიფო  კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორეა.


სახელმწიფოს კეთილსინდისიერებით საქართველო 2021 წელს რეიტინგში უსწრებს ისეთ  ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ლიეტუვა, ლატვია, ხორვატია, საბერძნეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და ა.შ.


„კონკრეტული კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა ინდიკატორებს, რომლითაც ფასდება სახელმწიფოები, ესენია - ადმინისტრაციული ტვირთი, სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, პრესისა და სასამართლოს თავისუფლება", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.  მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული „სახელმწიფოს სექტორის კეთილსინდისიერების ინდექსი 2021"აფასებს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს. კვლევის მიხედვით საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში  პირველ ადგილზეა. სარეიტინგო თვალსაზრისით საქართველომ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. წინა, 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს უსწრებდა ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა  და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის ქვეყანას მეოთხე ადგილი ეკავა.


სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ იწარმოება. მისი გამოქვეყნება ევროპის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 2015 წლის შემდეგ დაიწყო. ანგარიში გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების კვლევებს და ანგარიშებს ეყრდნობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930