11-02-2022
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ოპოზიციონერი გრიგოლ ვაშაძე, დედაქალაქის ექს-მერის, გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ყველა ოპოზიციური პარტია "ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს, საქალწულე აპკის აღდგენის მცდელობას ადარებს.
ამის შესახებ ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში - "რეაქცია" ისაუბრა.
"მაპატიეთ, მაგრამ სექსუალური აქტის შემდეგ საქალწულე აპკის აღდგენა, მართალია, დღევანდელი მედიცინა ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ სულ მთლად ამ გზას ნუ გაყვებიან, იმიტომ, რომ უკაცრავად, მაგრამ ჯერ სანამ ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანდება, პოლიტიკის კლასიკოსები გვასწავლიან, რომ გამიჯვნაა საჭირო და სუყველამ უნდა გაარკვიოს ვინ არიან და რა პოზიციაზე დგანან. არ შეიძლება როცა ერთ პარტიაში მონარქისტი, სოციალ-დემოკრატი, კონსერვატორი და ლიბერალია. ჯერ შენ უნდა გაერკვიო სადა ხარ და მერე უნდა გაარკვიო, ვისთან გინდა მოკავშირეობა" - განაცხადა ვაშაძემ.
გიგი უგულავა რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციური პარტიებისთვის „ქოლგა პარტია“ გახდეს.
16-11-2024
16-11-2024