14-06-2018
ფინანასთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბახტაძემ 2012 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 20,000 ლარი შეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას “გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება” (ifact.ge) ავრცელებს.
ცნობისთვის, ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატია და მას აქტიურად განიხილავენ ამ თანამდებობაზე, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.