14-02-2022
„ქართული ჯარისა და ეკლესიის მოძულე დაჯგუფება აგრძელებს ავტორიტეტული ინსტიტუციების წინააღმდეგ თავზეხელაღებულ კამპანიას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი გასულ კვირას „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტებს, რაც მისი თქმით, ჯარისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად 2012 წლამდე პერიოდს ეხება.
„მიგნებები შესაძლო დანაშაულებისა თუ სხვა ხარვეზების შესახებ, რომელიც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია მოცემული, ჩვენს მიერ, სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ იქნა გამოვლენილი და ძირითადად 2012 წლამდე პერიოდს ეხება. დასკვნა საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ამოიკითხოს დასკვნის სარეკომენდაციო წერილშივე, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრომ გამოასწორა ის ათობით წლის განმავლობაში დაგროვილი ხარვეზები, რაც უწყებაში არსებობდა. ჩვენ წერილობით მივმართავთ სახელმწიფო აუდიტს და ვთხოვთ ფაქტის კიდევ ერთხელ დადასტურებას, თუ რომელ პერიოდს ეხება კონკრეტული ფაქტები და ის, რომ აღნიშნული იქნა გამოვლენილი სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ”, - განაცხადა მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024