14-06-2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატად
ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თალაკვაძე,ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გუშინ გადადგა. მასთან ერთად უფლებამოსილება შეუჩერდა მთავრობის სრულ შემადგენლობას.