გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი თითოეული ძალისხმევა იქნება ორიენტირებული ადამიანსა და მის მხარდაჭერაზე

14-06-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი უმთავრესი მიზანი ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციაა.
მისივე თქმით, განახლებული მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში ყველა საჭირო მიმართულებით ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს განახორციელებს.
ამის შესახებ ბახტაძემ მისი წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე.
პირველი ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება.
მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს. ჩვენ შევძლებთ და შევაჩერებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.
მესამე ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, თუმცა ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე ამავე დროს ანტიკურუფციული ხაზით.
მეოთხე, რომელიც  ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია - ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული და სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში და სწორედ ასეთი საქართველოა ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ ერთიან ოჯახში დავბრუნდეთ. შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი.
საქართველო - ეს არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა. ადამიანი იყო, არის და იქნება პარტიის მთავარი ფასეულობა. შესაბამისად, თითოეული ძალისხმევა იქნება ორიენტირებული ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე, ისეთი შესაძლებლობის შექმნაზე, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რეალიზება გაუკეთოს თავის ნიჭს საკუთარ ქვეყანაშივე, თუმცა ამისთვის საჭიროა ერთიანობა, გუნდურობა, მაღალი პასუხიმგებლობის, კომპეტენციისა და რაც მთავარია, ყველას ძალის და იდეის კონსოლიდაცია. დარწმუნებული ვარ, ერთად ამას მივაღწევთ და საქართველო გახდება ერთიანი, ძლიერი ევროპული ყაიდის ქვეყანა“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031