18-02-2022
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კომპანია Jigsaw Google-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ჯარედ კოენთან შეხვედრა ჩვენი სამომავლო პარტნიორობის განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს კიბერსაფრთხეებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
„ციფრული და კიბერსივრცის უსაფრთხოება, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოსთვის მუდმივ საჭიროებად იქცა, რადგან კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
16-11-2024
16-11-2024