გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილმა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

22-02-2022

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული დავალება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე მისცა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, გენერალური პროკურატურის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი პირები.


იმსჯელეს იმ მექანიზმებსა და საკანონმდებლო ნორმებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ე.წ. ქოლცენტრების არაკანონიერი საქმიანობის სწრაფი გამოვლენა ქვეყანაში და აღნიშნული სფეროს რეგულირება.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობა დღეის მდგომარეობით, გამოწვევაა არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, მოქალაქეთა უფლებების დაცვა და მათი პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ყველას საერთო დღის წესრიგია.


როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, შემუშავებული საკანონმდებლო ნორმები და ადმინისტრაციული მექანიზმები, დაეყრდნობა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და ხელს შეუწყობს, როგორც დანაშაულის დროულ გამოვლენას, ისე მის პრევენციას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930