23-02-2022
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის მიერ, 2021 წელს, საქართველოში ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ნიადაგი გამოკვლეულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25 ათას ჰექტარ ფართობზე; აღებული და ლაბორატორიულ პირობებში შესწავლილია 130 ნიმუში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, შედგენილია ნიადაგის ხსნარის რეაქციის (pH), ხსნადი მარილების შემცველობის და ორგანული ნახშირბადის მარაგის ციფრული რუკები; ამავე მეთოდოლოგიის გამოყენებით, შექმნილია საქართველოს ნიადაგების მიერ ნახშირბადის შებოჭვის პოტენციალის რუკები.
ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2016 წლიდან ფუნქციონირებს; 2018 წლიდან კი, „ნადაგის ლაბორატორიების გლობალური ქსელის (GLOSOLAN) წევრია.
ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება ხდება. ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის საგრანტო პროექტებში, მათ შორის NASA-სმიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში, რომლის მიზანს, ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე, კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის შესწავლა წარმოადგენს.
16-11-2024
16-11-2024