გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთში ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ

15-06-2018

პოლონეთში მყოფი  ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ.  ისინი ყოველდღიურად მძიმე სამუშაოს ასრულებენ, თუმცა დამქირავებლები მათ ხელფასს არ უხდიან.  ისინი საქართველოდან პოლონეთში  სამუშაოდ ერთ-ერთმა კომპანიამ გაუშვა, რისთვისაც თითოეულს ათასი ევრო გადაახდევინეს.

ერთ-ერთი ემიგრანტის , ვეფხვია კოპალიანის განცხადებით,  დამსაქმებლები მათ აშანტაჟებენ და დეპორტაციით ემუქრებიან.  მისვიე თქმით, დაზარალებულებმა საქართველოს საელჩოს რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ ჯერ დახმარება არ მიუღიათ.

 

 „ჩამოვედით აქ,  სადაც ვმუშაობთ და დასაქმებულები ვართ, იქ გვითხრეს, რომ საბუთებს გაგიკეთებთო, გვატყუებენ.  დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, არალეგალად ვართ, საბუთიც გაგვიფუჭდა, ხელფასები გვეკუთვნის და არც იმას გვაძლევენ, ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლნი ვართ. გვეუბბნებიან, დეპორტი გაქვთო და თუ წახვალთ წადითო, საელჩოს ვუკავშირდებით , მაგრამ არ გვპასუხობენ.  ვითხოვთ საბუთის აღდგენასა და თანხების ანაზღაურებას “ -აღნიშნა  ერთ ერთმა ემიგრანტმა.

პოლონეთში საქართველოს კონსულის ფრაქციების შემსრულებლის, უფროსი  მრჩევლის თეიმურაზ ფურცელაძის განცხადებით კი, ამ ეტაპზე პრობლემის შესწავლა მიმდინარეობს და შეძლებისდაგვარად ემიგრანტებს დახმარებას გაუწევენ.

„პრობლემა არის ის, რომ დამსაქმებელმა არ გადაუხადა მათ თანხა.  ვარკვევთ ვითარებას და შეძლებისდაგვარად ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ“-განაცხადა თეიმურაზ ფურცელაძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930