გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის ელჩი საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის

26-02-2022

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, უკრაინელი ხალხისთვის უკვე შესყიდულია ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგანი, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ჟანგბადის კონცენტრატორები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები.


საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვის პროცესში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ და კლინიკამ სურვილი გამოთქვა, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცათ.


საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ვარშავის გავლით ხვალ მიიღებს.


უკრაინის ელჩი საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.


პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელი ხალხისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ინფორმაცია მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიაწოდეს. ელჩმა საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30