გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საქართველოს ფოსტა" ფიზიკური პირებისგან მიღებულ ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით უსასყიდლოდ გააგზავნის

28-02-2022

ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა," უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიღებულ ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს  უკრაინის მიმართულებით უსასყიდლოდ გააგზავნის. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აგრძელებს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას და „საქართველოს ფოსტის" მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნაც ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება.


ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ „საქართველოს ფოსტის" ყველა სერვისცენტრს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30