15-06-2018
ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, სამართალდამცველებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია უკვე ამომწურავად მიაწოდა.
მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში გადმოფრქვეული სისხლის მიმართულებები არ იყო აღწერილი და ამას ვეღარც დაადგენენ, რადგან განადგურებულია.
ამის შესახებ სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
„ვისაუბრეთ ყველა დეტალზე, ფაქტიურად ამომწურავად. ექსპერტიზაში გადმოფრქვეული სისხლის მიმართულებები არ იყო აღწერილი, რაც განადგურებულია ფაქტიურად და ვეღარავინ დაადგენს ხელახლა. ესენი რა დასკვნასაც დადებენ მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და აზრი ამ ყველაფერს რა აქვს, ვეღარ ვხვდები“- განაცხადა სარალძემ.