გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობას დააფინანსებს

28-02-2022

მთავრობის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამით უკვე შესაძლებელია ფერმერებმა მიიღონ თანადაფინანსება, რათა ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით დაიცვან  მოსავალი.  სახელმწიფო პროგრამა ქმნის დამატებით სტიმულს  ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის ეს იქნება ადგილობრივი ნერგების წარმოება, სეტყვის საწინააღმდეგო  სპეციალური ბადეების წარმოება თუ  მებაღეობისთვის  საჭირო  სხვა ინვენტარი.


პროგრამაში ცვლილებებით გაიზარდა ჭის/ჭაბურღილის, მათ შორის, სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულების თანხა და განისაზღვრა არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 18,800 ლარით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ით და  არაუმეტეს  22,600 ლარით.  

პროგრამა ახალი პირობებით 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031