28-02-2022
საქართველო დღეს დგას უკრაინის გვერდით, მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო ფორმატში: გაერო, ევროპის საბჭო, ეუთო, გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნიკანორ მელიას განცხადებას, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეს შეადარა.
მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობა" მუდმივ კომუნიკაციაშია ზელენსკის მტერთან, გონჩარენკოსთან და მეხუთე კოლონასთან.
„ნიკანორ, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე ღვთის წყალობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ზის და კიდევ ბევრი წელი იჯდება. საქართველო დღეს დგას უკრაინის გვერდით, მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო ფორმატში: გაერო, ევროპის საბჭო, ეუთო, გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თქვენ და ,,ნაციონალური მოძრაობა" კი მუდმივ კომუნიკაციაში ხართ ზელენსკის მტერთან, გონჩარენკოსთან და მეხუთე კოლონასთან, მეტიც ავად ხართ მეხუთე კოლონა. საქართველოს რუსეთთან ომში ვეღარ ჩაითრევთ, ამ ქვეყანას აღარ აგარევინებთ! ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტს და მიწაზე მფორთხავ უმაღლეს მთავარსარდალს, თქვენს ,,მოშიმშილე" ბელადს ებარებოდეთ“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024