17-06-2018
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თავის ფეისბუქზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და წერს, რომ ამ სიუჟეტში მის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რის გამოც აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს.
"ვეხმიანები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, სადაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელა განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.
კერძოდ, მე დამაკავშირა კომპანია "Qnet"-ან და მის საქმიანობასთან, რაც არის სრული სიცრუე. მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.
ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ, გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ, რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით. ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო მივმართავ სასამართლოს "რუსთავი 2" და ჟურნალისტთა ჯგუფის ifact-ის წინააღმდეგ", - წერს ბესელია.