გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსული რადიოს ეთერში გაჟღერებული სკანდალური ფრაზა: „არსებობს ვერსია, რომ 2008 წლის ომი არკადი დვორკოვიჩის და გიგა ბოკერიას გარიგების შედეგია, რომლებიც ერთმანეთს ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან იცნობენ“...

18-06-2018

რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის წამყვანმა ოლღა ჟურავლიოვამ და პუბლიცისტმა და პოლიტოლოგმა მაქსიმ შევჩენკომ.


ისევე, როგორც ბოლო ეთერებში ხშირად, მაქსიმ შევჩენკომ საქართველოს შესახებ ვრცლად ისაუბრა და 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიების საკუთარი ვერსიებიც გამოთქვა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს გადაცემიდან:


-"უკვე მესამე გადაცემაში ვსაუბრობ საქართველოს შესახებ. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა რუსულ საინფორმაციო სივრცეში ნაკლებად შუქდება. რაც შეეხება 2008 წელს... კარგი იქნება, თქვენც რომ გაიხსენოთ... ჩემი აზრით, საქართველო ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. ამასთან, ჩვენ დღემდე არ ვიცით ბოლომდე იმ ომის იდუმალი მექანიზმები, თუ როგორ და რატომ დაიწყო. ჩვენ აქ, ამ რადიოეთერში ასე ვამბობთ: მიხეილ სააკაშვილმა შეუტია ან არ შეუტია... მაგალითად, იულია ლატინინა ახლახან ამავე სტუდიაში ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არაფერ შუაშია, საქართველოს თავს რუსეთი დაესხაო.


მაგალითად, არსებობს ასეთი ვერსია: ის, რაც მაშინ მოხდა, მოსკოვში და თბილისში მყოფი ადამიანების გარიგების შედეგია, ვთქვათ, არკადი დვორკოვიჩისა და გიგა ბოკერიასი, რომლებიც ერთმანეთს ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკიდან იცნობენ, ჭადრაკის სფეროდან. ჩემი აზრით, აქ ბევრი რამ არის გამოსაძიებელი.

სანამ ვლადიმერ პუტინი პეკინში იმყოფებოდა, აქ, როგორც ამბობენ, უნდა შექმნილიყო ისეთი სიტუაცია, როცა მიხეილ სააკაშვილი მსუბუქი მიხტომით იღებს ცხინვალს - ისე, რომ ჩარევას ვერავინ ასწრებს. იგი როკის გვირაბამდე მიდის. შემდეგ მას [შეტევის შედეგს] აღიარებენ ისევე, როგორც იგორ ივანოვმა მიხეილ სააკაშვილი აღიარა თავის დროზე თბილისში ჩასვლის დროს. [გავიხსენოთ, რომ იგორ ივანოვი] როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძესთან კი არ ჩავიდა, არამედ მიხეილ სააკაშვილთან.


მოკლედ, პეკინში მყოფი ვლადიმერ პუტინი საქმის კურსშია არაა, აქ კი, მოსკოვში, ის ადამიანები მოქმედებენ, რომლებიც დიმიტრი მედვედევთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში, მისი გუნდი, რომელიც სიტუაციას მართავს: ისინი ელაპარაკებიან მიხეილ სააკაშვილს. მესმის, რომ ეს ვერსია ზოგიერთს შეიძლება კონსპიროლოგიურად მოეჩვენოს („შეთქმულების თეორიიდან“), ზოგს არა, მაგრამ ჩემთვის უკიდურესად საინტერესო მომენტს სწორედ ეს მოლაპარაკება წარმოადგენს"-განაცხადა შევჩენკომ რადიოს ეთერში.


მისივე თქმით, რუსეთის პოლიტიკაში ისეთი რამეები ხდება, რის შესახებაც პუტინმა არ იცის.


"მე, უბრალოდ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, იქ არსებულ სიტუაციას თვალს ვადევნებ. ეს ჩვენი ტკივილია და ისიც, რომ საქართველოს რუსული საინფორმაციო ფონიდან მალავენ. საქართველოს სიტუაციისადმი უყურადღებობა, მასზე მსჯელობის შეწყვეტა, ჩემი აზრით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის საშინელ, სერიოზულ შეცდომას წარმოადგენს. თუმცა შეიძლება შეცდომაც არ არის - თუ დვორკოვიჩ-ბოკერიას გარიგებას გავიხსენებთ, რა თქმა უნდა, ეს შეგნებული პოლიტიკაა"-აცხადებს შევჩენკო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930