18-06-2018
- ვფიქრობ, რომ ეს განაპირობა ფაქტორთა ერთობლიობამ. ოფიციალურადაც დასახელდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპი.
გარდა ამისა, აშკარაა, რომ
პარტიაში შიდა დაპირისპირებებიც არსებობდა და გავლენისთვის სერიოზული ბრძოლა მიდიოდა.
ის, რომ კვირიკაშვილმა ვერ მოახერხა მთავარი - სამთავრობო ვერტიკალის შექმნა, რომელიც კონსოლიდირებულად მიუდგებოდა ქვეყნის პრობლემებს, იყო მისი სისუსტე.
როგორც ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი. უშუალოდ კვირიკაშვილის კორუფციაში მონაწილეობის არ მჯერა... ის წესიერი ადამიანია, დღემდე ცხოვრობს საშუალო-სტატისტიკური თბილისელის პირობებში, ისევე როგორც მისი ოჯახი.
მისდამი ნამდვილად კეთილგანწყობილი ვიყავი და ვარ. მისი შეცდომა იყო ის, რომ მცდარი საკადრო ნაბიჯები გადადგა, დაეყრდნო იმ ადამიანებს, რომელთაც არ უნდა დაჰყრდნობოდა.
ვიცი, რომ ამ კორუფციული პრობლემების შესახებ ძალიან ბევრი ილაპარაკეს უმრავლესობის იმ სხდომაზე, რომელზეც მთავრობის გადადგომის საკითხი დადგა. ილაპარაკა ივანიშვილმაც.
...
შიდარეგიონული პოლიტიკა და თვითმმართველობა გახლავთ პრემიერისა და მისი კანცელარიის უშუალო პრეროგატივა... ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რა დაატრიალა, ვნახეთ, ამის შედეგი - რაც დღეს ხდება რეგიონულ მმართველობებში, არის სრული კატასტროფა. ადგილობრივ ჩინოსნებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება...
მარნეულის ყოფილი მერის, აბაზოვის საქციელი, როდესაც ის მოქალაქეს სხვებთან ერთად, ორგანიზებულად, არაადამიანურად გაუსწორდა, რეგიონებში არსებული ვითარების სიმბოლოა.
- ნამდვილად ასეა. "ქართულ ოცნებაში" გარკვეულ ჯგუფებს შორის ურთიერთობა კარგა ხანია გასცდა ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს. ძალიან მეეჭვება, ამის ავტორი კვირიკაშვილი ყოფილიყო, თუმცა მისი პასუხისმგებლობაა ის, რომ მთავრობის სტრუქტურა მოიშალა, თამაშის ის წესები მოიშალა, რომლებიც როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ ურთიერთობებს ალაგებდა. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი დაეტყო ქვეყნის მშენებლობის საქმეს...
როგორც ვიცი, უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს და იძიებს, სად წავიდა ამა თუ იმ პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა. იმედია, ყველაფერს მოეფინება ნათელი, მით უფრო, მამუკა ბახტაძემაც განაცხადა, რომ მისი და მომავალი მთავრობის საქმიანობაში დიდი ყურადღება მიექცევა ანტიკორუფციულ შემადგენელს.