18-06-2018
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ავტომობილი დაზიანდა და 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ში განგვიცხადეს, რომ დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქემეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.