19-06-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის (ნაწილობრივ),სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის I, IVბ მიკრორაიონების, გლდანის მასივის I მიკრორაოინის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილორივ), სარაჯიშვილის, გიორგი ნადარეიშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მიხეილ თამარაშვილის გამზირის,საირმის გორის, ბურძგლას, მიცკევიჩის, გოძიაშვილის, კარტოზიას, შმიდტის, საირმის, ცაგარელის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ვაზისუბნის, ცხინვალის, ზემო ვეძისის, ოდიშვილის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის,ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, არდაზიანის, ისაკაძის, ნუცუბიძის, ავთო ვარაზის ქუჩების და ზემო ვეძისის დასახლების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის, 11 საათიდან 18 საათამდე ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის და იუმაშევის ქუჩის, 11 საათიდან 16 საათამდე გლდანის მასივის V მიკრორაოინის, 10:30 საათიდან 15 საათამდე ბერი გაბრიელ სალოსის, აჰმედ ჯავადის და ბაჟანის ქუჩების, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.