გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენ გვჭირდება რეფორმები, რომლებითაც მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას- სიღარიბეს დავამარცხებთ

19-06-2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ გამოწვევებს ეფექტურად უპასუხოს, სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების მოდერნიზაციაა აუცილებელი.
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხდა, სადაც იგი დეპუტატების წინაშე წარდგა.
„ჩემი შეხედულებით, იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტურად, აუცილებელია სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია, იმდაგვარი მოდერნიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ უფრო ოპერატიულები და ეფექტურები ჩვენს გადაწყვეტილებებში“- განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერობის კანდიდატმა ის საკითხები ჩამოთვალა, რომლებიც წარდგენილი პროგრამის რეალიზაციისთვისაა საჭირო.
„პირველი, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის, ცივილიზებული არჩევანი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევა. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს უზარმაზარი წარმატებები და, ბუნებრივია, ეს წარმატებები კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ. 
მეორე - ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ყველა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და შეესაბამებოდეს იმ გამოწვევებს, რაც აქვს 21-ე საუკუნის გლობალურ ეკონომიკას. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომლებიც დაგვეხმარება საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა დავამარცხოთ და ეს ეკონომიკური გამოწვევა არის სიღარიბე. ჩვენ გვჭირდება ყველა ძალისხმევის კონსოლიდაცია.
შემდეგი, ეს გახლავთ მცირე ზომის მთავრობა, ამაზე ბევრი ვთქვი და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა არა იმისთვის, რომ ეს კონცეპტუალურად ლამაზია, არამედ იმისთვის, რომ რეფორმები განვახორციელოთ ეფექტურად, გავზარდოთ უწყებების ოპერატიულობა და, რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილებების დადებითი ეფექტი მაქსიმალურად მოკლე დროში მივიტანოთ მოქალაქეებამდე.
შემდეგი გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი. ეს არის ფოკუსირება ჩვენს ახალგაზრდებზე, ინოვაციებსა და განათლებაზე. ჩემი შეხედულებით სწორედ ახალი ენერგია და შემართება, ის შემართება, რომელიც არის დღეს ჩვენს ახალგაზრდებში, გახდება იმის ფუნდამენტი, რომ საქართველო შევა განვითარებული ეკონომიკების ქვეყანათა რიცხვში. სწორედ ესაა ის უალტერნატივო შეთავაზება, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031