გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბების კონცეფციას

19-06-2018

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა იყოს ტოტალური თავდაცვისა და სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბების კონცეფცია.
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც იგი დეპუტატების წინაშე წარდგა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. ეს არის ერთადერთი სწორი სამხედრო მიმართულება 21-ე საუკუნეში ისეთი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, იმ გეოგრაფიული თავისებურებიდან გამომდინარე, რა არეალშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 
მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბების კონცეფციას. ეს გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, რათა ჩვენი უსაფრთხოება იყოს განმტკიცებული. 
ვფიქრობ, ჩვენ არ გვაქვს თუნდაც პატარა დოზით ათვისებული ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში და ბუნებრივია, ამ მიმართულებას განმტკიცება და განვითარება სჭირდება“- განაცხადა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031