19-06-2018
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ 2011-2012 წლებში ქართველ მეწარმეებს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები დააკისრეს, ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული დავალიანება უნდა ჩამოეწეროს.
ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც იგი დეპუტატების წინაშე წარდგა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაში უსამართლო თამაშის წესებზე, ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენ მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, როიმ გვსურს ჩვენს ეკონომიკაში თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, მათ უკან დგას ენერგია და საშუალება, რომ განაგრძონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა“- განაცხადა ბახტაძემ.