გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: საქართველოს სამჯერ აქვს რუსეთთან ომი გადატანილი უკანასკნელ ათწლეულებში და არავის მხრიდან დასამუნათებელი არ ვართ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში არასაკმარისი გავიღეთ

31-03-2022

საქართველოს სამჯერ აქვს რუსეთთან ომი გადატანილი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, არავის მხრიდან დასამუნათებელი არ ვართ ქართველები იმისთვის, რომ არასაკმარისი გაიღეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, არავისგან ამას არ მივიღებ, ამ ქვეყანას ეს არ ეკუთვნის - განაცხად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.


მისი თქმით, საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს და ამ ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებები უსამართლოდ მიაჩნია.


„სანამ პრეზიდენტი ზელენსკი იბრძვის აგრესორის წინააღმდეგ თავის ქვეყანაში და არის იმ ჯარის მთავარსარდალი, რომელიც მართლაც გმირულად აკავებს ბოროტების იმპერიის ნარჩენებს, რომ მან წინააღმდეგობა გაუწიოს თავისუფალი სამყაროს სახელით ამ აგრესორს, მანამდე დეტალებში არ შევალ და მისი ქმედებების კრიტიკულ შეფასებას არ დავიწყებ. ერთი ფაქტია, იმ პირობებში, როდესაც რიგი ქვეყნები პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ და საქართველოს მართლა რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, ეს განცხადება ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია, თუმცა აქ სიღრმეში არ შევალ, რადგან ეს ადამიანი ახლა იმყოფება ომში.

ყველა ამ გარემოებიდან გამომდინარე, მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას თავისი ქვეყნის დაცვაში, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთ და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ გაუგებრობებზე და უსამართლო ნაბიჯებზე მერე ვისაუბროთ. ფაქტი ერთია, საქართველოს სამჯერ აქვს უკვე რუსეთთან ომი გადატანილი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, არავის მხრიდან დასამუნათებელი ქართველები იმისთვის, რომ არასაკმარისი გაიღეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, არავისგან ამას არ მივიღებ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ეს არ ეკუთვნის“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930