გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1-29აპრილს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

31-03-2022

1-29აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

 

1

ლანჩხუთი

01.04.2022

ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით

10:00-17:00

2

ადიგენი

04.04.2022

თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

3

ლენტეხი

04.04.2022

თამარ მეფისქ. N 24, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

4

ასპინძა

05.04.2022

მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

5

ხონი

05.04.2022

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

6

ნინოწმინდა

06.04.2022

პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

7

ვანი

06.04.2022

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

8

ბაღდათი

07.04.2022

წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 

10:00-17:00

9

გურჯაანი

11.04.2022

ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან

10:00-17:00

10

აბაშა

11.04.2022

ჯორჯიკიასქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-სწინ

10:00-17:00

11

ახმეტა

12.04.2022

ბიძინა ჩოლოყაშვილისქ. N49, გამგეობის შენობასთან

10:00-17:00

12

მარტვილი

12.04.2022

თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ

10:00-17:00

13

ყვარელი

13.04.2022

კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან

10:00-17:00

14

დუშეთი

14.04.2022

რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი

10:00-17:00

15

ამბროლაური

15.04.2022

კოსტავასქ. 20

10:00-17:00

16

ყაზბეგი

15.04.2022

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

17

კასპი

18.04.2022

სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 

10:00-17:00

18

საჩხერე

18.04.2022

თავისუფლებისქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

19

ქარელი

19.04.2022

თამარ მეფისქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

20

ცაგერი

19.04.2022

რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

21

მარტყოფი

20.04.2022

მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

22

ტყიბული

20.04.2022

კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

23

ონი

21.04.2022

აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ

10:00-17:00

24

დმანისი

27.04.2022

წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

25

თეთრიწყარო

28.04.2022

თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

26

ამბროლაური

28.04.2022

კოსტავას ქ. 20

10:00-17:00

27

ყაზბეგი

29.04.2022

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930