გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: არათუ საზღვარი არ აქვს "მთავარი არხის" მავნებლობას, არამედ ეს ყველაფერი ძალიან საშიში და სახიფათო ხდება

31-03-2022

„ეს არამზადები ხალხს აპანიკებენ, თესავენ შიშ და ქაოსს ქვეყანაში!!! სინამდვილეში გატაცებული პიროვნება არ არის ჯარისკაცი, არის სამოქალაქო პირი და ასევე ჩემი ინფორმაციით, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები... ნაცებო - შეწყვიტეთ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით ქვეყნის უბედურებაში გახვევის მცდელობა, თორემ ხალხის მრისხანებისგან ვეღარავინ დაგიცავთ!“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან ქართველი ჯარისკაცი გაიტაცეს.


 ნიკოლეიშვილის ცნობით აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და რომ გატაცებული პიროვნება არა ჯარისკაცი, არამედ სამოქალაქო პირია. მისი თქმით „მთავარი არხის“ მავნებლობა ქვეყნისთვის ძალიან საშიში და სახიფათო ხდება.


„არათუ საზღვარი არ აქვს ომის პარტიის მავნებლობას და მათი პრეს-სამსახურის, ეგრეთწოდებული მთავარი არხის მავნებლობას, არამედ ეს ყველაფერი უკვე ქვეყნისთვის ძალიან საშიში და სახიფათო ხდება. 9 საათიან გამოშვებაში, ამ არარაობებმა, ამ ქვეყნის მტრებმა გამოაცხადეს "სიხარულით", რომ თითქოს ოკუპანტებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან ქართველი ჯარისკაცი გაიტაცეს. ეს არის ტყუილი, რომელიც უკიდურესად დიდი პროვოკაციაა! საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ომის პარტიის დავალებით გვარამიად კანალმა ეს ინფორმაცია გაავრცელა "ოსური კაგებეს" გავრცელებულ ამბებზე დაყრდნობით. ეს არამზადები ხალხს აპანიკებენ, თესავენ შიშ და ქაოსს ქვეყანაში!!! სინამდვილეში გატაცებული პიროვნება არ არის ჯარისკაცი, არის სამოქალაქო პირი და ასევე ჩემი ინფორმაციით, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები... ნაცებო - შეწყვიტეთ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით ქვეყნის უბედურებაში გახვევის მცდელობა, თორემ ხალხის მრისხანებისგან ვეღარავინ დაგიცავთ!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930