გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთიმ ვითიბი ბანკ ჯორჯიას ოქროს ლომბარდის მიგრაციის პროცესი დაასრულა

1-04-2022

წარმატებით დასრულდა სს ლიბერთი ბანკის მიერ სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას ოქროს ლომბარდის პორტფელის მიგრაციის პროცესი.

პროცესი ოპერატიულად, უმოკლეს ვადაში განხორციელდა და პორტირებაზე შესაბამისი კომუნიკაცია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად, ყველა მსესხებლის ინტერესების სრული დაცვით განხორციელდა.


ვითიბი ბანკ ჯორჯიას ოქროს ლომბარდით მოსარგებლე 10 ათასზე მეტ მომხმარებელს დღეიდან სს ლიბერთი ბანკის ფილიალები მოემსახურება. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ ლიბერთის გუნდს დღეიდან შეუერთდება ვითიბი ბანკ ჯორჯიას ოქროს ლომბარდის თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი.


სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930