გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდთან მოვაწერეთ ხელი ახალ შეთანხმებას, ფონდის მიერ მხარდაჭერილი იქნება 289 მლნ აშშ დოლარის მოცულობის 3-წლიანი პროგრამა

4-04-2022

გასულ კვირას, პარასკევს, საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოვაწერეთ ხელი, გაფორმდა ახალი შეთანხმება სავალუტო ფონდთან და ფონდის მიერ მხარდაჭერილი იქნება 3-წლიანი პროგრამა, 289 მლნ აშშ დოლარის მოცულობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას, რეფორმების განგრძობადობასა და ფონდის მხრიდან მათ მხარდაჭერას.


„ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის მინისტრებს, სამინისტროებს, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ, რათა მაქსიმალურად ეფექტური პროგრამა დამტკიცებულიყო. ეს შეთანხმება შეგვძლია ფაქტობრივად მივიჩნიოთ როგორც პრევენციული დაზღვევის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, დაფინანსება განხორციელდება მხლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ეკონომიკა აღნიშნული საჭიროების წინაშე დადგება. პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და რა თქმა უნდა, რეფორმების განგრძობადობას და ფონდის მხრიდან მათ მხარდაჭერას,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930