7-04-2022
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ფერმერი ფერმერისთვის“ (F2F) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატებიდანმოწვეულმასაერთაშორისო ექსპერტმა, ნინო ადამსმა ჩაატარა.
თეორიული და პრაქტიკული სწავლება მოიცავდა ლურჯი მოცვის წარმოების თანამედროვე აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ბაღის მართვას, სხვლა/ფორმირებისა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებს, წამლობის სქემებსა და მიღებული მოსავლის შენახვის ტექნოლოგიებს.
მიმდინარე წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ფერმერი ფერმერისთვის“ (F2F) მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის წარმოების საკითხებზე სწავლება 100-მდე ფერმერს ჩაუტარდება.
16-11-2024
16-11-2024