გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი უკრაინელ მასწავლებლებს შეხვდა

8-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოები, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლა მოინახულა და უკრაინულენოვანი სექტორის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. უკრაინელი ბავშვებისთვის საკლასო ოთახები უკვე მოწყობილია და გაწერილია საგაკვეთილო ბადე.


საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შერჩეული არიან მასწავლებლები ყველა საგნისათვის. მათ შორის არიან, როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები. აღნიშნული მასწავლებლებისთვის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.


მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებთან შეხვედრისას სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები განიხილა. თავის მხრივ, უკრაინელმა პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს, პირადად პრემიერ-მინისტრსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.

უკრაინელ მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930