გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს

8-04-2022

საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან სამწუხარო იყო ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან.


„ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო. უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. თქვენ იცით, რომ გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული. ეს ხომ სრული აბსურდია. ამაზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ძალიან მკაფიო, ცალსახა პოზიცია.


რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სრულ კოორდინაციაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან, ონლაინ რეჟიმში ჩვენ ვცვლით ინფორმაციას, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და ვფიქრობ, რომ აქ, არავითარი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930