9-04-2022
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებას მოუთმენლად ელის.
„მადლობა ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში, ენთუზიაზმითა და მონდომებით“, - წერს პაპუაშვილი.
მანამდე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.
16-11-2024
16-11-2024