გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში 9 აპრილს დაღუპულები გაიხსენეს

9-04-2022

1989 წლის 9 აპრილიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი ჩატარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერების: გია ფირცხალაიშვილისა და გურამ გუჯაბიძის საფლავები ყვავილებით შეამკეს.


შემდეგ კი ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა. სტუმრებმა განახლებული ექსპოზიცია დაათვალიერეს. აქვე ლიტერატურული კონკურსის ,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე" გამარჯვებულები დაჯილდოვდა.


პოეზიაში პირველ ადგილზე პაპუნა ფირცხალაიშვილი გავიდა, მეორეზე- ზურა მურვანიძე, ხოლო მესამე ადგილი სოფია სამხარაძეს ერგო.


პროზაში პირველი ადგილი ანა ურუშაძემ მოიპოვა, მეორე - მარიამ ურუშაძემ, ხოლო მესამეზე - ლიზი შავიძე გავიდა.


გამარჯვებულებს სიგელები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა გადასცეს. პირველ ადგილზე გამარჯვებულებს 300, მეორეზე - 200, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს 100 ლარი გადაეცათ.


კონკურსის მხარდამჭერი მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და გაზეთი ,,გურია თუდეი" გახლდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930