გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა სომხეთის, საუდის არაბეთისა და მექსიკის მოქალაქეების მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

21-06-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ბათუმის აეროპორტი“  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქეების  კუთვნილი ბარგის, დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის  მედიკამენტები ლირიკა (LYRYCA 300 მგ-იანი  - 9 აბი),  ფლუტაბი (FLUTAB pseudoephedrine HCI -30 mg -2 აბი), დიაზეპამი (DIAZEPAM-RATIOPHARM– 5 mg – 7 აბი), ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის  მედიკამენტები: ტრამალი (TRAMAL tramadol HCI-50 mg  - 8 აბი), ვერმო (VERMO morphine Sulphate – 30 mg  – 2 აბი), სოლფადეინი (SOLPHADEINE codeine phosphate – 8 mg – 6 აბი), პროდეინი (PRODEIN 30/500 codeine phosphate – 30 mg – 10 აბი) და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა 1,5 გრამი აღმოაჩინეს.  

ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, მექსიკის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის მედიკამენტი ოქსიკოდონი (OXYCODONE HCL  30 აბი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს  გადაეცა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031