11-04-2022
თბილისში, ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში "საქართველოს მქარგველთა და ხელმარჯვეთა" ასოციაციის ორგანიზებით გამოფენა გაიმართა.
გამოფენაში 30-მდე ხელოვანი მონაწილეობდა.
ასოციაციის დირექტორის, სოფო ჩხიკვაძის განცხადებით, გამოფენა ტრადიციულია, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ის ონლაინ-ფორმატში იმართებოდა.
წელს კი, გამოფენა ასოციაციის 5 წლისთავზე ჩვეულებრივ რეჟიმში გაიმართა.
სოფო ჩხიკვაძის განცხადებითვე, სამომავლოდ, ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში უკრაინელი ხელოვანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
16-11-2024
16-11-2024