გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: რევოლუცია რომ მოახდინო, პირველ რიგში ხელისუფლებას მართვა არ უნდა შეეძლოს, ხალხს ეს მდგომარეობა არ უნდა სურდეს და ლატვიელ მსროლელთა პოლკი რუსთაველზე უნდა ტრიალებდეს

13-04-2022

„ვერ გეტყვით, რომ ბაკურიანის სასტუმრო "რუმსში" ტრენინგზე შეკრებილმა "საზოგადოებამ" ან სიტყვა "დიალექტიკურის" მნიშვნელობა იცოდეს, ან იცოდნენ რა უნდათ, მაგრამ მიშამ თქვა რევოლუციაო და რა ქნან?“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

„რევოლუცია - დიალექტიკური, ნახტომისებური გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში რაოდენობრივ ცვლილებათა თანდათანობითი დაგროვების შედეგად. ვერ გეტყვით, რომ ბაკურიანის სასტუმრო "რუმსში" ტრენინგზე შეკრებილმა "საზოგადოებამ" ან სიტყვა "დიალექტიკურის" მნიშვნელობა იცოდეს, ან იცოდნენ რა უნდათ, მაგრამ მიშამ თქვა რევოლუციაო და რა ქნან? ამ ტიპებს რომ ვუყურებ მახსენდება ფრაგმენტი ძვეეელი ფილმიდან "ჩაპაევი", სადაც ერთი განათლებული კომისარი ცდილობს ჩაპაევს ოდნავი პოლიტიკური განათლება მისცეს. ჩაპაევი უსმენს, უსმენს, ბოლოს მაუზერს გააძრობს და შეძახილით "მე ლენინის მხარეს ვარ" ამთავრებს პოლიტ-მეცადინეობას.

 

რა რევოლუცია თქვე ტლუებო და რის გაზაფხულზე ხელისუფლების დამხობა? თაღლითი აკერმანის მოსმენის ნაცვლად ჩემი პოსტები წაგეკითხათ ჯობდა. გეუბნებოდით რომ რევოლუცია რომ მოახდინო, პირველ რიგში ხელისუფლებას მართვა არ უნდა შეეძლოს და ხალხს ეს მდგომარეობა არ უნდა სურდეს და მეორეც - მტკვარში კრეისერი "ავრორა" უნდა დრეიფზე იდგეს, მატროსი ჟელეზნიაკი პარლამენტის შესასვლელში და ლატვიელ მსროლელთა პოლკი რუსთაველზე ტრიალებდეს. რევოლუცია კეთდება ასე და არა ბაკურიანის "რუმსში". აკერმანიო ხალხო, აკერმანიო“- წერს გია გაბრიჭიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930