გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლუკ კოფი: მცირე მთავრობის იდეა ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელია, მთავრობა ქმედითი იყოს

21-06-2018

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის „HeritageFoundation” მკვლევარი ლუკ კოფი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მცირე მთავრობის იდეას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს.

„პოლიტიკურად კონსერვატორი ვარ და მცირე მთავრობის იდეა ძალიან მომწონს. ვფიქრობ, სამინისტროების რიცხვის 11-მდე შემცირების იდეა ძალიან კარგია, აუცილებელია ასევე, რომ მთავრობა ქმედითი იყოს და ხალხისთვის მუშაობდეს. პარლამენტი, რომელსაც დიდი უფლებამოსილებები აქვს და რომელშიც ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიციაა, და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც მცირე ზომისაა, მაგრამ ხალხისთვის მუშაობს კარგია. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო სასურველ შედეგს მიაღწევს. ამ გზაზე საქართველოს უნდა დავეხმაროთ“ - აცხადებს ლუკ კოფი.

ლუკ კოფი მნიშვნელოვანს უწოდებს ახალ პრიორიტეტებს ეკონომიკური ინოვაციებისა და განათლების დარგში და მიიჩნევს, რომ ისინი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს უნდა დაეხმაროს.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი პრიორიტეტებია. ვფიქრობ, გარე დამკვირვებლების უმრავლესობა მათ საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვან და სწორად განსაზღვრულ პრიორიტეტებად ჩათვლის. ისინი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეკონომიკური მდგომარეობის საყოველთაო გაუმჯობესებაზე და განათლების სფეროსა და მისი მნიშვნელობის გაძლიერებაზეა კონცენტრირებული. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე უნდა დაეხმაროს“ - აცხადებს ლუკ კოფი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031