20-04-2022
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Colangelo & Partners" უხელმძღვანელებს.
„Colangelo & Partners" ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 14 წელზე მეტია ოპერირებს.
2022 წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინოზე მოთხოვნის გაზრდა. კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია მედია საშუალებებთან აქტიური კომუნიკაცია, სემინარები, ვებინარები, სასწავლო ღონისძიებები, გაყიდვების ხელშემწყობი აქტივობები.
ღვინის მოხმარების ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2021 წელს დაფიქსირდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება, სულ უფრო მეტი მომხმარებელი აგემოვნებს მას, განსაკუთრებული პოპულარობით ქვევრის ღვინო სარგებლობს.
16-11-2024
16-11-2024