21-04-2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქ. ახალციხეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, დაამზადა და გაასაღა 35 000 ლარის ღირებულების 5 000 მ3 ვულკანური წიდის (პემზა) თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც მიიღო 12 150 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
16-11-2024
16-11-2024