გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიბერუსაფრთხოების ბიუროს მუშაობას თავდაცვის ატაშეები გაეცნენ

21-04-2022

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ. ვიზიტი ყოველწლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესისა და სამომავლო გეგმების გაცნობას ისახავს მიზნად.


უცხოელ დიპლომატებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ უმასპინძლა. მან თავდაცვის ატაშეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბიუროს მიზნების, ამოცანების, მიღწევებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. სტუმრები კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმებსაც გაეცნენ.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის ვიზიტები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930