გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

21-04-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.პ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 მამაკაცს: 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, 1995 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.გ.-სა და 1981 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.პ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930