21-04-2022
პროგრამის მნიშვნელობა და მონაწილეობის ტექნიკური დეტალები შეხვედრის მონაწილე თვითმმართველობის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ ფერმერებს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გააცნო.
კახეთის მხარეში, პირველ ეტაპზე, იდენტიფიცრებულია 610 საძოვარი, საერთო ფართობით 26 212 ჰექტარი, აქედან, თელავის მუნიციპალიტეტში 1038 ჰექტარი, ხოლო გურჯაანში - 608.
სახელმწიფო პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა.
საძოვრების 3-წლიანი იჯარით განკარგვის უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებთან საკუთრებაში ჰყავთ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.
დღეისათვის, უკვე გამოქვეყნებულია 116 საძოვრის მონაცემები სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, საერთო ფართობით - 14786 ჰექტარი; განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია და 26 აპრილს დასრულდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). ხელმისაწვდომი საძოვრების სია ეტაპობრივად განახლდება.
16-11-2024
16-11-2024