22-04-2022
2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანას ჰქონდა მთლიანად დამანხინჯებული კონსტიტუცია, რომელიც 2010 წელს მოარგეს სააკაშვილის ინტერესებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ სააკაშვილს უნდოდა შეენარჩუნებინა საკუთარი ჭარბი ძალაულება, ოღონდ პრემიერის რანგში, რადგან პრეზიდენტად ვეღარ იყრიდა კენჭს და ამ ინტერესს მოარგო მთლიანად კონსტიტუცია.
„შესაბამისად, მათ მიიღეს ახალი, დაუბალანსებელი კონსტიტუციური სისტემა, აბსოლუტურად ჰიბრიდული მოდელი, ნახევრად საპრეზიდენტოს და საპარლამენტოს შორის. მთავარი ინტერესი ნათლად იკვეთებოდა - პრემიერი ყოფილიყო ამ სისტემაში ხელშეუხებელი, დარღვეულიყო მთლიანად საპარლამენტო დემოკრატიის ელემენტარული პრინციპები იმ მოდელში, რომელიც 2010 წელს მიიღეს და რომელიც 2013 წელს, სააკაშვილისთვის, როგორც პრემიერისთვის უნდა ამოქმედებულიყო. ეს ვერ მოახერხეს, არ დაცსალდათ, იმიტომ რომ შეიცვალა პოლიტიკური მოცემულობა, მაგრამ კონსტიტუცია დარჩა ისეთად, როგორც მათ მიიღეს. მესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი პრინციპული ამოცანა ჩვენთვის, რომ ჩამოგვეყალიბებინა ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია.
დღეს თუ გადახედავთ კონსტიტუციის ტექსტს, ნახავთ, რომ ეს დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო და უმაღლეს სტანდრატებთან. ყველა ნორმა ცალ-ცალკე თუ ერთობლიობაში კომპლექსურად შეგვიძლია გავიაზროთ და რეალურად ამ დოკუმენტს ხინჯი არა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩამოყალიბებულია ხელისუფლების დანაწილების ევროპული სისტემა და საპარლამენტო დემოკრატიის სრულად ევროპული სისტემა.
რაც საჭიროა საპარლამენტო დემოკრატიისთვის და ამ სისტემაში ხელისუფლების დაბალანსებისა და გაწონასწორებისთვის, ყველაფერი არის უზრუნველყოფილი კონსტიტუციის დონეზე და პრატიკაშიც ეს არის უზრუნველყოფილი, მათ შორის, პრევენციული თვალსაზრისითაც.
თეორიაში რომ წავიდეთ, მთავრობას აქვს დიდი ძალაუფლება ასეთ სისტემაში, შებამისად, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტიც იყოს ძლიერი, მაგალითად, ეს აისახება ზედამხედველობის ინსტრუმენტებში, კონტროლის ინსტრუმენტებში და ასე შემდეგ, რაც არის ძალიან დაბალსებულად ჩამოყალიბებული ჩვენს კონსტიტუციში.
ჩვენ რომ ავიღოთ საქართველოს კონსტიტუცია და შევადაროთ ნებისმიერ განვითარებულ და დახვეწილ ევროპულ კონსტიტუციას, ვნახავთ რომ არის სრულად დაცული ყველა სტანდარტი და უფრო მეტიც - ხშირ შემთხვევაში მეტი სიცხადეა გარკვეულ ურთიერთობებში შეტანილი. შესაბამისად, ნებისმიერ კვალიფიციურ , მიუკერძოებელ იურისტს რომ ვაჩვენოთ ეს დოკუმენტი, იტყვის, რომ არათუ დაცულია ის სტანდარტები, რომელიც არის ევროპაში დამკვიდრებული, არამედ, უფრო მეტად დახვეწილიც არის სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი კონსტუტუცია სხვა კონსტიტუციასთან შედარებით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024