26-04-2022
,,დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს, ბუნებრივია, არის სრული კოორდინაცია კიევს, ამ შემთხვევაში არახამიასა და თბილისს, ამ შემთხვევაში სააკაშვილს შორის,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 6 მარტს, როდესაც გავრცელდა ფეიკი რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, სწორედ რამდენიმე საათში დავით არახამია გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
,,თუ არ ვცდები, 6 მარტი იყო, როდესაც გავრცელდა ფეიკი რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო აფართოებდა საკუთარ ექსპორტს, რძის პროდუქტების კუთხით, რუსეთის ფედერაციაში, ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი. იმავე დღეს, ზუსტად რამდენიმე საათში, სწორედ დავით არახამია გამოეხმაურა ამ ფეიკს. ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, ავთენტურია, თუ არ არის ავთენტური, არ ვიცით. აქაც, იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ამ ჩანაწერს გამოეხმაურა დავით არახამია. საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, ყველაფერი არა, უფრო სწორად.
მემგონია, ომი, რომ დასრულდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება არახამიასთან დაკავშირებით. დღეს, არ არის ამის დრო, დღეს არის უკრაინა ომის მდგომარეობაში, არახამია იკავებს კვლავაც მაღალ თანამდებობას უკრაინის ხელისუფლებაში. შესაბამისად, დღეს არ არის დრო იმისათვის, რომ ასე ღრმად შევიდეთ, მაგრამ თუ ვინ არის არახამია? რა კავშირი აქვს მას ნაცმოძრაობასთან, ამაზე საზოგადოებამ უნდა მიიღოს სათანადო ინფორმაციას.’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024