28-04-2022
საქართველოს საზღვაო სექტორში არსებული ტენდენციები, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შექმნილ გამოწვევებზე შეთანხმებული რეაგირება, მათ შორის, ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის კუთხით და სხვა პრიორიტეტული საკითხები განიხილეს დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. სექტორის წარმომადგენლების წინაშე მოხსენებები გააკეთეს მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ეკატერინე სეფაშვილმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოდგილე ვლადიმერ ხუნდაძემ, ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ.
მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რეგულარულად ახორციელებს შეხვედრებს საზღვაო სექტორის წარმომადგენლებთან და მათთან დარგის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავს. „საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მეტი პოპულარიზების მიზნით, აუცილებელია საჯარო, ასევე კერძო სექტორის უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობა. რეგიონში შექმნილი ვითარება იძლევა ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის პროგნოზირების საშუალებას. ბოლო დროს როგორც სამინისტროს, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დონეზე ბევრი გაკეთდა საქართველოს დერეფნის პოპულარიზების კუთხით, რომლის წარმატებაც შეუძლებელია განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურის გარეშე. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს კოორდინირებული პოლიტიკა სექტორთან და ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, მიმართულია საერთო ამოცანის მიღწევის სასარგებლოდ," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საზღვაო კოდექსში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტის შესახებ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ინიცირებული ცვლილებების მნიშვნელობაზე.
„სახელმწიფო მხარს უჭერს კერძო სექტორს და ეხმარება არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, რაც მოიცავს საჯარო და კერძო სექტორების კომუნიკაციას, კოორდინაციასა და მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საბაჟო დეპარამენტი, სინქრონულად ვმუშაობთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში არსებული ტვირთების სწორად მართვას," - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
16-11-2024
16-11-2024