გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მახარაძემ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს მედიაგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

29-04-2022

კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს ტერეზა რიბერიოს შეხვდა. ივანე მახარაძემ ტერეზა რიბერიოს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ის მიღწევები, რაც ქვეყანას მედიის თავისუფლების მიმართულებით აქვს. ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.


ივანე მახარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება და პლურალიზმი სრულად დაცულია, ამასთან მახარაძემ შეხვედრის ფარგლებში იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მედიას კვლავ აქვს და რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ 2020 და 2021 წლებში ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა ნათლად აჩვენა.


„მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით პლურალისტურ და მრავალფეროვან მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი დეზინფორმაციის გავრცელებით, მანიპულაციითა და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობითაა დაკავებული. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ცალკეულ მაუწყებლებში სიძულვილის ენის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ანალოგიურ გამოწვევებზე იქნა გამახვილებული ყურადღება ეუთო/ოდირის მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგში. მიგვაჩნია, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები აუცილებლად უნდა დავძლიოთ", - განაცხადა შეხვედრაზე ივანე მახარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031