გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა, საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია"-სა და ქართულ - გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკართან" მემორანდუმები გააფორმეს

29-04-2022

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია"-სა და ქართულ - გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკართან", თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს.


შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს.


აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ მიზნით აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.


28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები:


ტარდება უფასო კონსულტაციები ოჯახებისა და ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;


მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის;


ვორკშოპები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით;


ბაღში მომუშავე მუსიკის მასწავლებლებისთვის ვორკშოპი, სადაც მათ გადაეცემათ პრაქტიკული სახელმძღვანელოები;


მშობლებისთვის გაიმართება კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930