გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აშშ - ის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

29-04-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. ასევე ყურადღება გამახვილდა აშშ - საქართველოს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღნიშნული გაერთიანება საქართველოში არსებული უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს პალატაა და მასში 200 - ზე მეტი კომპანიაა გაწევრიანებული.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, აშშ, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი. ჩვენ გვინდა დავადასტუროთ ჩვენი სურვილი, გავაფართოვოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, გავზარდოთ და განვავითაროთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები აშშ - სთან," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა ინსტიტუციური სიძლიერე, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მდგრადობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური შოკების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში მთავრობა განაგრძობდა აქტიურ საქმიანობას ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, რამაც ხელი შეუწყო მშპ-ს ზრდას და 2018 – 2021 წლებში მან საშუალოდ 6%-ი შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსგავს ეკონომიკებს შორის.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებაა ევროკავშირთან და აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოსა და აშშ - ის შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 31%-ით და შეადგინა 830,6 მლნ. აშშ დოლარი. ამასთან, ექსპორტი 143%-ით გაიზარდა და 194,7 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი კი 14%-ით გაიზარდა და 636,0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, აშშ - სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება იქნებოდა აშკარა გზავნილი აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის შესახებ ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომი მხარდაჭერის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებების ჩათვლით. ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია დაინტერესდება საქართველოს ლიბერალური ბიზნეს გარემოთი, აგრეთვე ბიზნესის სტიმულირების პროგრამებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დახმარებით ახორციელებს.


პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. ვიცე-პრემიერთან ერთად, შეხვედრაზე მისული ბიზნესმენების შეკითხვებს ასევე უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031