გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, იძულების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და დაფარვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

29-04-2022

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, იძულების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და დაფარვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აპრილს, ქ.თბილისში, ,,დირსის დასახლების" მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.დ.-ს ჩხუბი მოუხდა ოთხ პირთან, მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან, რა დროსაც მათ სხეულის სხვადასხვა არეში ორი დანით ჭრილობები მიაყენა.


მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით, ტაქსიში ჩაჯდა, მძღოლს მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა აღნიშნულის შესახებ არ ეთქვა სამართალდამცველებისთვის.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარის შემდეგ ბრალდებული ნათესავთან ი.ა.-სთან მივიდა, რომელსაც მომხდარის შესახებ მოუყვა და დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორი დანა აჩვენა. ბრალდებულის ნათესავმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, დანები მდინარეში გადაყარა.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები 28 აპრილს დააკავეს. გ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), ხოლო ი.ა.-ს 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინათ.


პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
​სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930