გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება

30-04-2022

„მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გამართულ ღონისძიებაზე.

 

მისი განმარტებით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„დღევანდელ დღეს, როდესაც შავი ზღვის რეგიონში მიმდინარეობს ომი, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს და ქვეყნის თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის. მისივე განცხადებით, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930